დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – გამოცდები წელსაც კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება | 01.07.2021

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით  გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტები   გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. სულ რეგისტირებულია 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი. შარშანდელის მსგავსად წელსაც  გამოცდები კოვიდ რეგულაციების დაცვით ტარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონა ვირუსით  ინფიცირების  გამო, 20 აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა. მათთვის დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება.  ეროვნულ გამოცდები 20 ივლისს დასრულდება. 20 ილისის შემდეგ გამოცდებს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურეველბი და მაგისტრატურის პროგრამით დაინტერესებული პირები ჩააბარებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები