7 თვის შემდეგ , კომენდანტის საათი უქმდება | 30.06.2021

7 თვის შემდეგ კომენდანტის საათი იხსნება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან უკვე აღარ იმოქმედებს. საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა,  იმავე დღეს საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა  30 ივნისის დილის 04:00 საათიდან მოიხსნებოდა. კორონაპანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. საღამოს 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მოქმედებდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები