ვერაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს მზეთუნახავი არ მოიყვანონ სასამართლოში – გიგი უგულავას საქმე | 29.06.2021

გიგი უგულავას მიერ ნაცემი ძიუდოისტი   საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე  დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილი უნდა  გამოეკითხათ, თუმცა პროკურატურამ თქვა, რომ მოწმე  დასავლეთ საქართველოშია. სწორედ ამიტომ გიგი უგულავას პროცესი გადაიდო.

საქმე ეხება თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. უგულავას საგამოძიებო უწყება ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. პოლიტიკოსი ბრალს აბსურდულს, პროცესს კი – პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სასამართლო პროცესი 2 ივლისს განახლდება.