„ევროპული საქართველო“ ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს | 29.06.2021

“ევროპული საქართველო” ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. პარტიის წევრები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის წევრებს შეხვდნენ. მთავარი თემები რაზეც მხარეებმა ისაუბრეს რუსული აგრესია და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე და სასამართლო ხელისუფლების კონტროლზე.