“გირჩს” თვითმმართველობის არჩევნებზე არ ეყოლება მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები | 29.06.2021

პარტია “გირჩის” გადაწყვეტილებით,  თვითმმართველობის არჩევნებზე მათ არ ეყოლებათ მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. პარტიას ექნება მხოლოდ პროპორციული სია.  დღეს გამართულ ბრიფიგზე, “გირჩმა”  თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთავარი სახეები დაასახელა. ესენი მეფე ჰერმან საბო და სამეფოს თავკაცი ოთო ზაკალაშვილი იქნებიან. ზაკალაშვილი “გირჩის” საარჩევნო კამპანიასაც უხელმძღვანელებს. პარტიის ლიდერების თქმით,  ელექტორატს კრეატიულ საარჩევნო კამპანიას შესთავაზებენ. საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი თემა კი კანაფი იქნება.