თბილისში გველების რაოდენობამ იმატა – ჰერპეტოლოგები მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ | 29.06.2021

ქვეწარმავლების ხშირ გამოჩენას და მათი რაოდენობის ზრდას, სპეციალისტები მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. ამბობენ, რომ წინა წლების მსგავსად წელსაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ქვეწამავლების სხვადასხვა ტიპის აქტიურობა შეიმჩნევა, თუმცა, მათი თქმით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჰერპეტოლოგები  მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ.

დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გამოძახებებმა იმატა. მხოლოდ ივნისის თვეში 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს წარმომადგენელი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეწარმავლების გავრცელების შესახებ წლევანდელი სტატისტიკა წინა წლების იდენტურია.

თბი­ლის­ში სულ 14 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს.  ყველაზე გავრცელებული სახეობა კი შხა­მი­ა­ნი – გი­ურ­ზა და ცხვი­რრ­ქო­სა­ნა. როგორც გამოძახებებიდან ირკვევა, ყველაზე ხშირად  გი­ურ­ზა ორ­თა­ჭა­ლა­ში, კრწა­ნის­სა და აფ­რი­კის რა­ი­ონ­ში ნახეს. კიდევ ერთი შემთხვევა კი დიღმის ტყეში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები