ამ გარყვნილებას არ მისცეთ გასაქანი! – მუქარა და მოწოდება პრაიდის და ღირსების მარშის წინააღმდეგ | 28.06.2021

მორიგი მწვავე ქადაგება ამბიონიდან. ამჯერად სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საუბრობს და მოქალაქეებს მოუწოდებს მათ წინააღმდეგ გავიდნენ.

სასულიერო პირის ამ ნარატივს იზიარებს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი. ბიზნესმენი  ლევან ვასაძე, რომელიც სტამბოლში სამედიცინო გამოკვლევებს იტარებს, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

თბილისი პრაიდის კვირეულის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებაზე ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს ღირსების მარშზე მისვლას ურჩევს.

მუქარის მიუხედავად თბილისი პრაიდი გეგმების შეცვლას და  ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებს.  ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს მუქარა, რომელიც მიმართულია ლგბტ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისკენ. ღირსების მარში  თბილისი პრაიდის ორგანიზებით თბილისის ცენტრში 5 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები