მცდელობა აქვთ, მომხადარი კონფლიქტი მე დამაბრალონ – ვახო საიანიაზე თავდამსხმელები პატიმრობაში რჩებიან | 25.06.2021

ვახიო საიანიაზე თავდამსხმელები პატიმრობაშ რჩებიან – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა ჩვენება მისცეს და მომხდარის გარშემო ისაუბრეს.  ვაჟა გიგაურმა, რომელმაც 4 თვის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა დღეს მოსამართლის წინაშე ისაუბრა და თქვა, რომ  ინციდენტის დღეს,  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

სხდომას ესწრებოდა დაზარალებული ვახო სანაიაც. ჟურნალისტის  განცხადებით, ბრალდებულებს მცდელობა აქვთ, რომ მომხდარი კონფლიქტი მას დააბრალონ. სანაია ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ელოდება.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს  25 თებერვალს დაესხნენ. სამართალდამცავებმა ჟურნალისტის მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.  ბრალდებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.