12 გარდაცვლილი, 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის 24 საათის სტატისტიკა | 23.06.2021

12 გარდაცვლილი, 773 ახალი შემთხვევა და 575 გამოჯანმრთელებული, -ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა. ბოლო 24 საათში საეჭვო სიმპტომების გამო ტესტირება 38 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.04%-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ს  9000-მდე ადამიანი ებრძვის, რომელთაგან 174 ხელოვნური სუნთვის აპარატზე იმყოფება. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში 4 000-მდე ადამიანი აიცრა,  სრულად ვაქცინირებული 87 131 ადამაინია, ხოლო ჯამურად 242 451 აცრაა ჩატარებული.