სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშიო მოიწვია – რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა | 23.06.2021

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. განცხადება სალომე ზურაბიშვიმა დღეს კიევში, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ოფიციალური დახვედრის ცერემონია კი დღეს გაიმართა. პრეზიდენტი უკრაინაში  სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი  ვლადიმერ ზელენსკის როგორც გაფართოებულ ფორმატში,  ისე პირიპირაც შეხვდა. 2 ქვეყნის პრეზიდენტებმა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერდებაზე, ნატოსა და ევროკავშირში  ინტეგრაციასა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები