„ლელოს“ ლიდერის ულტიმატუმი „ოცნებას“ – გადავა თუ არა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში | 23.06.2021

ოპოზიციის ულტიმატუმი მმართველ პარტიას – თუ “ქართული ოცნება” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს დანიშნავს, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა. განცხადება პარტია “ლელოს” ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ წყვეტს. პარლამენტის ტრიბუნიდან მამუკა  ხაზარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნება”  შარლ მიშელის შეთანხმებას უხეშად არღვევს. მან პარლამენტის დატოვება ოპოზიციონერ კოლეგებსაც  მოუწოდა.

შესაძლო ბოიკოტზე საუბარი უკვე დაიწყეს ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” კლანის გაძლიერებისთვის, ყველაფერს აკეთებს შესაბამისად ოპონენტებისთბის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. თვლიან, რომ მმართველმა გუნდმა გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი სრული ავტორიტარიზმისკენ. ოპოზიცია ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციებს, მათ შორის, სანქციებს ელოდება.

ოპოზიციის მხრიდან  შესაძლო ბოიკოტზე საუბარი, “ქართულ ოცნებამ” დღეს  შანტაჟად აღიქვა. ამბობენ, რომ მსგავსი ულტიმატუმები იმ პერიოდშიც სმენიათ,  როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა. რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცერსს, “ქართული ოცნების” შეფასებით, პროცესი არ შეფერხდება.

ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა  და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნას იწყებს. პოლიტიკური განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა. იუსტიციის უმაღლესმა  საბჭომ მოსამართლეების 9 კაციანი სია პარლამენტს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები