გადაწყვიტეს, წაგვართვან თანასწორობის უფლება“ – „ოცნება“ კვოტირების ცვლილებას აპირებს | 23.06.2021

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, კვოტირების ცვლილებას მხარი არ დაუჭიროს.  საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. კანონის მოქმედი რედაქციით კი, სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია. ცვლილებები 22 ივნისს, გამთენიისას, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილიმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გააჟღერა, როცა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მეორე მოსმენით განიხილებოდა. ქალთა უფლებადამცველები და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ქალი დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, კვოტირების სისტემის ცვლილება მათთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო. ისინი ცვილებებს ეწინააღმდეგებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები