მთავარი მიზანი კვლავაც სასამართლოში არსებული კლანის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება – ნაზი ჯანეზაშვილი | 18.06.2021

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს მუშაობის 4 წლიანი ვადა ამოეწურა. დღეს მან მედიის წარმომადგენლებთან საბჭოს წევრის სტატუსით ბოლო ბრიფინგი გამართა, რომელზეც  სამომავლო გეგმებსა და მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ის არ მიდის პოლიტიკაში, თუმცა 1 თვის ვადაში დააფუძვნებს ახალ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანიც სასამართლოში არსებული კლანის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ჯანეზაშვილი თქმით, ის გუნდში გააერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სუფთა წარსული ექნებათ და არ იქნებიან რაიმე სახით  პოლიტიკასთან კავშირში.