სახალხო დამცველის 500-გვერდიანი ანგარიში და მოსმენა პარლამენტში | 18.06.2021

გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძისა და კარტოგრაფების საქმეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა – ის მთავარი საკითხებია, რომლებიც სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარისში მოხვდა. 486 გვერდიანი დოკუმენტი ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტის წევრებს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში წარუდგინა და კანონმდებლებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის შეფასება გააცნო. ნინო ლომჯარიას შეფასებით, კარტოგრაფებისთვის წაყენებული ბრალი კანონიერების პრინციპს ეწინააღმდეგება, რადგან ამ საქმეში რაიმე აკრძალული ქმედება არ გამოკვეთილა. უმბუდსმენი თავის ანგარიშში ყურადღებას წინასწარი დაკავებებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გახშირებულ ფაქტებზე ამახვილებს და დაუყოვნებლივი რეფომრის საჭიროებაზე საუბრობს.

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ მმართველმა გუნდმა დღეს გაღიზიანება ვერ დამალა და ლომჯარია ზედმეტი ნეგატივის გამო გააკრიტიკა. უმრავლესობისგან განსხვავებით, ლომჯარიას საქმიანობის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ოპოზიცია, რომელმაც ომბუდსმენს მადლობა არაერთხელ გადაუხადა. ხელისუფლების ოპონენტები ნინო ლომჯარიასგან დაინტერესდნენ რა ბედის ელის ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს და მოხდება თუ არა ბავშვთა სახლების რეფორმირება. ოპოზიციამ ყურადღება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც გაამახვილა.

სასჯელაღსრულების დაწესებებულებებში ქურდული სამყაროს გაზრდილი გავლენა იყო კიდევ ერთი სახკითხი, რომელიც ნინო ლომჯარიამ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, ხშირად სწორედ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება მათზე ძალაუფლების განაწილება და ციხის ამგვარი ფორმით კონტროლი. ლომჯარიამ დეპუტატების საპასუხოდ სასამართლო სისტემის დროულ და რადიკალურ რეფორმაზეც ისაუბრა.

ადამაინის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა არასამთავრობო სექტორმაც. ისინი დაინტერესდნენ რა ვითარებაა იმ რეგიონებში, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეთნიკურ და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე რამდენიმე მძიმე დაპირიპსირებაც მოხდა.

სახალხო დამცველის ანგარიში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პლენალურ სხდომაზე გავა. “ქართული ოცნების” აზრით, ანგარიში რეალობას სცდება და მასში არაფერია ნათქვამი  პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და მედიის მხრიდან გავრცელებულ სადაო ინფორმაციებზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები