ევროსასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებულების საქმეების განხილვა დაიწყო | 18.06.2021

სტრასბურგის  სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო – ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.  როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე – ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა. ასევე ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოს უნდა წარუდგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების უფლებები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები