ნიკა მელია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს | 17.06.2021

ნიკა მელია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თანაგუნდელებთან ერთად, კონგრესმენებს შეხვდა. მათ შორის, დეივიდ პრაისს. შეხვედრა გაიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, ჯონ ტეფტთან. ნიკა მელია ესაუბრა  გავლენიანი ორგანიზაციების, მათ შორის მარშალის ფონდის, კარნეგის ფონდის და კენანის ინსტიტუტის წამყვან მკვლევარებსაც.  მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს ნიკა მელიას როლს ოპოზიციის გაერთიანების საქმეში და აღნიშნეს, რომ  ციხეში მისი ყოფნა, საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემური საკითხი იყო. “ნაციონალური მოძრაობა”, ამერიკელ პარტნიორებთან ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებზე, მოახლოებულ არჩევნებზე და საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაზე საუბრობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები