განიხილავს თუ არა ხელისუფლება კომენდანტი საათის მოხსნას – COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა | 17.06.2021

განიხილავს თუ არა ხელისუფლება კომენდანტი საათის მოხსნას-ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა მოქალაქეებისთვის და ეკონომიკური საქმიანობისთვის ახლა ყველაზე მთავარი საჭიროებაა, თუმცა, გადაწყვეტილება საბჭოს ფორმატში მიიღება. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეპიდვითარება საყურადღებო რჩება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და რეკომენაციების დაცვა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 პირი,  945 პაციენტი კი – გამოჯამრთელდა. დადებითობის მაჩვენებელი – 2,36%-ია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები