გაიზრდება თუ არა პურის ფასი-ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლისს სრულდება | 16.06.2021

ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლისს სრულდება, იმ შემთხვევაში,  თუ მთავრობა სუბსიდირებას  არ გააგრძელებს, ექსპერტები პურის ფასის  20-25 თეთრით გაზრდას პროგნოზირებენ.

პურზე ფასისი ზრდას ელოდება ოპოზიციაც. “ევროპულ საქართველოში”  ამბობენ, რომ  ფასის ზრდა “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის სრული კრახია, რისი ერთადერთი გამოსავალიც გადასახადების დაწევაა, რასაც ისინი უკვე წლებია ითხოვენ. ოპოზიცია თვლის, რომ სუბსიდირება მხოლოდ დროებითი მექანიზმია.