ნიკა მელიამ ციხეში ყოფნის დრო საქართველოს მომავალზე ფიქრში გამოიყენა – მელიას შეხვედრები ვაშინგტონში | 15.06.2021

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. პარტიის ლიდერი ჯეიმს თაუნის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა. ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა გლენ ჰოუარდთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებზე, მოახლოებულ არჩევნებზე და საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაზე ისაუბრეს. ნიკა მელიას თქმით,  სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავად ინფორმირებულნი არიან. ჯეიმსთაუნის ფონდი 1984 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა. ის ამერიკელ პოლიტიკოსებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე ინფორმაციას აწვდის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები