თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზი ავარია გახდა | 14.06.2021

თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზი ავარია ხდება. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგენილია.