ნინოწმინდის პანსიონი მეუფე იაკობს ჩაიბარეს | 14.06.2021

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ემშვიდობება. ბავშვთა სახლს ბოდბელი ეპისკოპოსი ჩაიბარებს.  ახლა, სწორედ მეუფე იაკობი იქნება პასუხისმგებელი  არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე. გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო.

შეძლებს თუ არა სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლას, ამ ეტაპზე უცნობია. 2 ივნისს ომბუდსმენმა  საგამოძიებო უწყებიდან  გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, ერთი გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  პანსიონში გამოიკვეთა  მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები