ამნისტიის შესახებ კანონპროექტი კვლავ ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზად რჩება | 10.06.2021

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი კვლავ მწვავე დებატების, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზად რჩება. “ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტის  საკუთარ  ვერსიას, გუშინ კენჭი მეორე მოსმენით უყარა, რის გამოც დღეს ოპოზიციის შეფასებები კიდევ უფრო მწვავეა. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს და მათ მიერ შემოთავაზებული ვერსია შარლ მიშელის დოკუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის.

“ქართული ოცნების” კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიციის პროექტში კი,  ბრალდებული ან მსჯავრდებული პირის  სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობაა საჭირო.