სეწყვეტილი შიმშილობა – რაზე შეთანხმდნენ შუქრუთელები და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” | 10.06.2021

სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” მიღწეული შეთანხმების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. თითქმის 1 თვიანი შიმშილობის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ შუქრუთის მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაითვლის, რის შემდეგაც კომპანია მაცხოვრებლებს კომპენსაციას სრულად აუნაზღაურებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჭიათურის მოსახლეობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ზარალის ანაზღაურება ე.წ ჩანაცვლების პრინციპით მოხდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები