ოპოზიციურიპარტიები სასულიერო პირებს, ურჩევენ პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებისგან თავი შეიკავონ | 10.06.2021

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სასულიერო პირებს, მათ შორის, მეუფე იაკობს,  ურჩევენ  პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ხელისუფლების ოპონენტები სასულიერო პირებს  სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს ახსენებენ. მათი განმარტებით, სახელმიწოფო ეკლესიის საქმეებში არ ერევა, შესაბამისად, არც ეკლესია აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. საქართველო რომ სეკულარული სახელმწიფოა, ამაზე ხელისუფლებაც თანხმდება, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, უნდა აკეთონ თუ არა სასულიერო პირებმა პოლიტიკური განცხადებები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები