კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა | 09.06.2021

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4982-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონდე  38 478 ადამიანიდან კოვიდდადებითი 821 აღმოჩნდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 2.13%-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 10 000-ზე მეტი პაციენტი ერძვის, რომელთაგ 700-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აცრილტა სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში 6 000-მდე ადამიანი აიცრა, სულ აცრილი  184 718 პირია, ხოლო სრულად ვაქცინირებული 54 474 ადამიანი.