გახარიას გუნდმა, კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა | 07.06.2021

გიორგი გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადების გამო , პარტია  “საქართველოსთვის” წევრებმა, გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. საქმე ეხება “ქართული ოცნების” ლიდერის მედიით გაკეთბულ განცხადებას, რომელშიც მან გიორგი გახარია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელწმიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. კობახიძეს თქმითვე, შეთქმულებაში ჩართულები იყვნენ პოლიციელები და ჯარისკაცებიც. გიროგი გახარიას ახალი გუნდის წევრეები შოთაძის უწყებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.