ფილიპ რიკერის კავკასიური ტურნე-საქართველოში ვიზიტით დაიწყო | 07.06.2021

ფილიპ რიკერი უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღირიბაშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებს. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები იყო.

ფილიპ რიკერმა შეხვედრა უკვე გამართა არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები იყო. მესამე სექტორში ამბობენ, რომ, თუ ქვეყანას დემოკრატიული განვათარება სურს, მაშინ სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს, ამ პროცესში, კი ამერიკის ჩართულობა გადამწყვეტია.

ფილიპ რიკერმა, მისი ოფიციალური ვიზიტი დღეს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. მედია ორგანიზაციებმა მას ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის  ხელშეშლის გახშირებული  ფაქტები გააცნეს და პრობლემის მოგვარების ხედვა შესთავაზეს.

ფილიპ რიკერის ვიზიტი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ამერიკა საქართველოს მთავარი მოკავშირეა, ამას კი ის განცახდებები ცხადყოფს, რომელიც სენატორების, შაჰინისა და პორტმანის მხრიდან გასულ დღეებში გაკეთდა. “ქართული ოცნების” წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დასავლური კურსი ურყევია.

ეს არ არის ფილიპ რიკერის პირველი ვიზიტი საქართველოში – თეთრი სახლის გავლენიანი ფიგურა ქვეყანაში გასული წლის ნოემბერში, მაიკ პომპეოსთან ერთადაც იმყოფებოდა. პომპეომ საქართველოს დატოვებისას საქართველოში სწორედ რიკერი დატოვა და მას ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან შეხვედრების გამართვა დაავალა. ფილიპ რიკერი საქართველოს დატოვების შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები