მათ აქვთ სიახლოვე ბოროტებასთან, ეკლესიასთან არა – მღვდელმონაზონი ანდრია სარია ნინოწმინდის პანსიონზე | 04.06.2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო ისევ დუმს.  ერთადერთი განცხადება გუშინ გაავრცელეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, რომ სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით,  საქმეები გაასაჯაროოს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა  უწყებებმა ნინოწმინდის პანსიონატიდან, არასრუწლოვნების გამოყვანა  დაიწყეს. შეფასებებისგან თავს იკავებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც. სინოდის წევრები ამბობენ, რომ ყველამ თავის ეპარქიას უნდა მიხედოს.

საკითხს, რაზეც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები არ საუბრობენ, კრიტიკულად აფასებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ საპატრიარქოს ეკისრება. სარია ამბობს, რომ აუცილებელია კანონის წინაშე ყველა სასულიერო პირმა აგოს პასუხი, განსაკუთრებით კი  მეუფე სპირიდონმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები