19 გარდაცვლილი, 833 ახალი ინფიცირებული, 6158 აცრილი – ბოლო 24 საათის სტატისტიკა | 03.06.2021

19 გარდაცვლილი  და 833 ახალი ინფიცირებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. გასულ დღე-რამეში 28 000-ზე მეტი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანი გაიტესტა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.95%-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების  ნახევარზე მეტი ისევ  დედაქალაქში ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 205 პაციენტი, შედეგად, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 33 072-ს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა 95% ქვეყანაში უკვე განკურნებულია.

რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, 24 საათში  COVID-19-ის წინააღმდეგ 6158 ადამიანი აიცრა. ქვეყნის მასშტაბით ჯამურად  155 538 აცრაა ჩატარებული, ხოლო სრულად ვაქცინირებული 37 780  ადამიანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები