ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მედიისთვის და სახალხო დამცველისთვის ისევ ჩაკეტილია | 02.06.2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მედიისთვის  და სახალხო დამცველისთვის ისევ ჩაკეტილია. თუმცა, პანსიონატის კარები  სასულიერო პირებისთვის გაიღო. პანსიონს ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 4 მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეწვია. მათ შორის, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, რომელსაც ეპარქია 2017 წელს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაატოვებინეს. პანსიონში სასულიერო პირების ვიზიტი საპატრიარქოს ტელევიზიამ გააშუქა. ინტერვიუში მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, რომლის პატრონაჟის ქვეშაც   აღნიშნული პანსიონატია,  ამბობს, რომ ადგილზე 150-მდე ბავშვია. ის, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსა და  პანსიონატში სახალხო დამცველის შეშვებას, არ ახსენებს.

პანსიონატის ბინადარ არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობაზე სახალხო დამცველის აპარატი ისევ საუბრობს. ომბუდსმენის მოადგილე მონიტორინგისთვის ადგილზე შესვლას ითხოვს. ეკა სხილაძე ამბობს, რომ აუცილებელია პანსიონში სპეციალისტებსა და ფსიქოლოგებთან ერთად შესვლა, რომ ბავშვებს გაესაუბრონ და ადგიზლე არსებული ვიტარების გარკვევა მოხდეს.

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოხვლენებზე ხელისუფლება დუმს. “ქართული ოცნების” წევრები მხოლოდ იმას  ამბობენ, რომ საკიტხი კანონის უზენაესობის წესების დაცვით უდნა მოგვარდეს.  ოპოზიცია კი, დრიულ გამოძიებას და ადგიზლე სახალხო დამცველის წარმომადგელების დაუყოვნებლივ შეშვებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვებზე განხორცილებულ ძალადობის ფატქებს პროკურატურა უკვე იძიებს. გამოძიება სავარაუდოდ 4 მუხლითაა დაწყებული და ძალადობაზე მძიმე მუხლებსაც ეხება. შოთაძის უწყებაში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულია.