კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა | 02.06.2021

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 4 834-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონე 31 000-მდე ადამიანიდან კოვიდ დადებითი 954 აღმოჩნდა. რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 346 150-მდე გაიზარდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.12%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსი 896 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება.  რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას,  ჯამურად ჩატარებულია 149 191 აცრა, სრულად ვაქცინირებული კი  33 718  ადამიანია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები