ის პირუტყვი მე არ მიცემია, თვითონ დამესხა თავს სუსი-ს, ივანიშვილის დავალებით – უგულავა | 02.06.2021

პროკურატურა თბილისის ყოფილ მერს,  ძიუდოში ყოფილი ჩემპიონის ცემას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  ძიუოდისტი ბადრი გავაშელიშვილი  უგულავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს ცემა. პროცესი ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული. გიგი უგულავა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს პირადად ივანიშვილის და მისი ოჯახის შურისძიებაა. მისივე თქმით, ძიუდოისტების ცემის ამბავი აბსურდია, თუმცა ის  მის კიდევ ერთხელ დაკავებას არ გამორიცხავს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” თავის ჩვეულ ტაქტიკას აგრძელებს. რაც, მათივე თქმით, ოპონენტების დევნაში გამოიხატება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველ გუნდს პოლიტიკური მძევლები სჭირდება, რომ შემდეგ ამ მძევლებით ვაჭრობა გააგრძელოს.  თავად “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ დევნას უარყოფენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები