7-თვიანი ბოკოტის შემდეგ დებიუტი პარლამენტში – “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას შეუდგება | 01.06.2021

7 თვიანი ბოკოტის შემდეგ რამდენიმე დღეში “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას შეუდგება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გუშინდელი ხმაურიანი განცხადების შემდეგ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია შესაძლოა, სამუშაო ჯგუფების გარეთ დარჩეს, რადგან მათი ხელმოწერა მიშელის დოკუმენტზე დაფიქსირებული ჯერ კიდევ არაა. “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ კობახიძე იმუქრება, თუმცა, ეს მუქარა მათ გეგმებს ვერ შეცვლის.

“ნაციონალური მოძრაობა” ტრიბუნის გამოყენებას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აქტიურად გეგმავს, თუმცა იმედს იტოვებენ რომ ეს დროებითია, რადგან ყველაფერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში წყლის პისტოლეტებიტ აღარ დახვდება “გირჩი”, რომელიც ახლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ტანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ კობახიძის მუქარა სამუშაო ჯგუფებიდან გამოძევების შესახებ, სამართლიანი არა არის.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 7 თვიანი ფიქრის შემდეგ, 31 მაისს მიიღო. პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიჩნია, რომ ახლა უმჯობესია პარტიამ ყველა ტრიბუნა გამოიყენოს და აქტიურ საარჩევნო მზადებაში ჩაერთოს. პარლამენტის ბიუროში კი ახალი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნა უკვე შევიდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები