რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?! – აქცია კანცელარიასთან და კონტრაქციის მცდელობა | 01.06.2021

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?!” –  აქცია კანცელარიასთან და კონტრაქციის მცდელობა ამ კითხვით,  მთავრობის ადმინსიტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა  ხელისუფლებას მიმართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს.  აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფოდნენ. ისინიც ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ და  ხელისუფლებამ მიმართავენ  დროულად გაარკვიოს, რატომ არ უშვებენ დაწესებულებაში სახალხო დამცველსა და სოციალურ მუშაკს.

აქციაზე იყო ხმაურიც. ადგილზე  ერთ-ერთმა პირმა კონტრაციის გამართვა სცადა. მან  აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების უფლებას სახალხო დამცველი მაისის შუა რიცხვებიდან ითხოვს, პანსიონში სახალხო დამცველის წარმოამდგენლის შეშვება  გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმაც მოითხოვა, თუმცა სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ომბუცმენს ამის უფლებას არ აძლევს.