პროტესტის 219 დღე რიონის ხეობაში. მოვლენების ეპიცენტრი ისევ სოფელი გუმათია | 01.06.2021

პროტესტის 219 დღე რიონის ხეობაში. მოვლენების ეპიცენტრი ისევ სოფელი გუმათია. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია “ენკას” ტექნიკის გადაადგილებას აკონტროლებენ და ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სამუშაოს შეჩერებას ითხოვენ.

რიონის ხეობის მცველებს დღეს სოლიდარობა ქუთაისელმა ტაქსის მძღოლებმა  გამოუცხადეს. ისინი გუმათში გაბმული სიგნალებით მივიდნენ.

რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები უცვლელია – შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი  გაგრძელდება.