ქართული ოცნების” რეალური ოპონენტი თუ ბიძინა ივანიშვილის გეგმა “ბ” – რატომ ბრუნდება გახარია პოლიტიკაში | 01.06.2021

“ქართული ოცნების” რეალური ოპონენტი თუ ბიძინა ივანიშვილის გეგმა “ბ”გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი ამ კითხვაზე პასუხს ეძებს, თუმცა ყოფილი პრემიერის ბუნდოვანი განცხადებების გამო დასკვნების გაკეთება უჭირთ. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პარტია “საქართველოსთვის” ოპოზიციის პროექტია, ხელისუფლების ოპონენტები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ოპოზიციისთვის გაუგებარი და მიუღბელი აღმოჩნდა ის ზოგადი განცხადებებიც, რომლებიც გიორგი გახარიამ მედიის წარმოამდგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე გააკეთა. მათ შორის, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ბანაკიდან ცოტა ხნის წინ წამოსულმა გახარიამ არ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია კითხვაზე – არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ოპოზიცია ყოფილ პრემიერს ურჩევს, რომ თუ ოპოზიციურ ველზე დამკვიდრება სურს პრემიერ-მინისტრის როლიდან გამოვიდეს.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებზე “ოცნებას” ამომრჩეველთა ხმები წაართვას და ოპოზიციას მთავარი მიზნის მიღწევა გაუადვოლოს. თუმცა, ამ შესაძლებლობას გამორიცხავენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრები გიორგი გახარიას რეიტინგს ეჭვქვეშ აყენებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ყოფილი პრემიერის მიზანი  ვერ შეუსრულდება.

გიორგი გახარიამ პარტია “საქართველოსთვის” 29 მაისს დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერმა პარტიის პრეზენტაციაზე პირობა დადო, რომ პასუხგაუცემელ კითხვებს არ დატოვებდა, გუშინ, ჟურნალისტებთან გამართული  2 საათიანი შეხვედრის შემდეგაც – თითქმის ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. მათ შორის ექს პრემიერმა არ დაასახელა კორუფციის და ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტები, რასაც ის ბოლო პერიოდში ქვეყნის მთავარ პრობლემად ასახელებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები