ოფიციალური თბილისი ამერიკელი კონგრესმენების მოლოდინში | 01.06.2021

საქართველოში კონგრესმენების დელეგაციას  ხვალ ელოდებიან. სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით ჯგუფის ვიზიტზე ინფორმაცია შტატების საელჩომ რამდენიმე დღის წინ  გაავრცელა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრის მთავარი თემა, შარლ მიშელის დოკუმენტი და შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულება იქნება. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ  ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები