საქართველოს მომავალ კვირას კონგრესის დელეგაცია ეწვევა | 28.05.2021

საქართველოს მომავალ კვირას კონგრესის დელეგაცია ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში სენატორების, ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვა.

კონგრესის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის დროს სენატორები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები