„მედიასაშუალებები ფეიკნიუსებს ავრცელებენ“ – ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას გუნდს | 27.05.2021

პოლიტიკაში ოფიციალურად შემოსვლამდე, მედია საშუალებებში აქტიურად განიხილება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის დაფინანსების საკითხი. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ექსპერტები, ასევე რამდენიმე სააგენტო, წერს რომ გახარიას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების  მაღალჩინოსანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს. ყოფილი პრემიერის ფინანსურ მხარდაჭერაზე დღეს კომენტარი, მისი გუნდის წევრებმა, “ქართული ოცნებიდან” წამოსულმა დეპუტატება, გააკეთა. ამბობენ, რომ ინფორმაცია ტყუილია და მედიასაშუალებები ფეიკნიუსებს ავრცელებენ.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, გიროგი გაკარია, პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ ოფიციალურ განაცხადს შაბათს გააკეთებს და პარტიის პრეზენტაციას გამართავს. ექს პრემიერის ყოფილი თანაგუნდელების თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა პარტიის შექმნამდე “პოლიტიკურ მეკობრეობას” მიმართეს და “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანა სცადეს. რაც შეეხება ფინანსებს, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ  მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს მხარდაჭერის მიღება დავით კეზერაშვილის მხრიდან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები