სირცხვილია! კლანი უნდა წავიდეს – პროტესტი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან | 26.05.2021

“კლანი უნდა წავიდეს” ამ ლოზუნგით დახვდნენ დღეს მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. აქცია მოძრაობა “სირცხვილიამ”, არასამთავრობო სექტორთან ერთად გამართა. სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობოების პროტესტის მიზეზი დღევანდელ კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 4 მოსამართლე წევრის არჩევა გახდა. ისინი თვლიან, რომ მართლმსაჯულების რეფორმამდე, “ქართული ოცნება” სასამართლო კლანს აძლიერებს.

სასამრთლო სისტემაში არსებულ კლანზე კითხვა, სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს პირადად მოსამართლეებს დაუსვევს. კითხვის შინაარსის გამო მათ უკმაყოფილება არ დამალეს, თქვეს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სასამრთლო სისტემა არავის გავლენებს არ ემორჩილება.

უსტიციის უმაღლეს სკოლასთან მიმდინარე აქციას, შეუერთდა ოპოზიციაც. ამბობენ, რომ  საბჭოს 4 ახალი მოსამართლით დაკონპლექტება, 19 აპრილს ხელმოწერილ,   შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება. ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმამდე, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები სასამართლოში პოზიციებს იმყარებენ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ – ლევან მიქაბერიძე, თემურ გოგოხია,ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩია.  ამ პიროვნებების მიმართ საკუთარ უარყოფით დამიკიდებულებას კიდევ ერთხელ აფიქსირებს  იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ამბობს რომ ოთხივე მათგანი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელია.

სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს არ იზიარებენ  კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეები. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა  პროცესებმა  არ უნდა  შეუშალოს ხელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას. მათივე  შეფასებით 4 ახალი მოსამართლის არჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე და დემოკრატიულია.

დღევანდელი მოსამართლეების კონფერენციის გადადებას ოპოზიციისა და  არასამთავრობო სექტორის გარდა, საერთაშორისო საზოგადოებაც ითხოვდა. შესაბამისი თხოვნით პარლამენტის თავჯდომარეს საგანგებო წერილით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმაც მიმართეს. მხარეები თვლიდნენ, რომ ვიდრე  იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ზოგადად სასამრთლო სისტემაში  სიღრმისეულ რეფორმა არ განხორციელდება, მსგავსი დანიშვნები მიუღებელი იყო. სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება ხელისუფლებამ, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო.