20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების სასესიო განხილვები გადაიდო | 25.05.2021

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტების  სასესიო განხილვები გადაიდო.  ეს მოთხოვნა დღეს ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზე დააყენა, ვინაიდან თვლიან, რომ სადაო საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტებში მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” განხილვის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავდა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ მაინც მიიღო გადაყვეტილება, რომ ამნისტიის კანონპროექტების სასესიო განხილვები გადაიდოს.

ამნისტიის შესახებ, მმართველი გუნდის კანონპროექტი მიუღებელია, პარლამენტში შესული ოპოზიციისთვის. მათი თქმით, “ოცნების” ვერსია არ შეესაბამება არც შარლ მიშელის შეთანხმებას და არც ადამიანის უფელბათა ევროპულ სტანდარტებს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ეროვნულ თანხმობად გამოცხადება თავის მოტყუებაა. მათი თქმით, ოპოზიციამ რომელმაც მიშელის დოკუმენტს მხარი დაუჭირა მძიმე შეცდომა დაუშვა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენების ამნისტია “ქართული ოცნების” მოთხოვნა არ ყოფილა და ის ევროკავშირის მიერ ოპოზიციასთან შეთანხმებული პირობა იყო. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათი კანონპროექტი სწორედ შარლ მშელის დოკუმენტის შესაბამისად მომზადდა.

ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის და ოპოზიციის კანონპროექტები გუშინ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებზე განიხილეს, თუმცა დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა “ქართული ოცნების” ვერსიამ მოიპოვა. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის დოკუმენტი პარლამენტის საბოლოო მხარდაჭერას მოიპოვებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 19-21 ივნისს დანაშაული ჩაიდინა და  უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები