„ოცნება“ პოზიციას არ თმობს – რიონის ხეობის მცველების პროტესტის ფორმა მისთვის კვლავ მიუღებელია | 25.05.2021

“ქართული ოცნება“ პოზიციას არ თმობს. მმართველი გუნდისთვის რიონის ხეობის მცველების პროტესტის ფორმა კვლავ მიუღებელია. “ოცნების” ლიდერები  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს დიალოგის ფორმატს  ისევ სთავაზობენ. მათი შეფასებით, აქციის ორგანიზატორების მიერ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე საპროტესტო აქციის  გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ  ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა. პოლიტიკური სპექტრის ამ მოსაზრებას იზიარებს “ევროპული საქართველოს” ლიდერიც, თუმცა, გიგა ბოკერია ფიქრობს,რომ აქციაზე გაჟღერებული გზავნილები ქვეყნის უკეთესი მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამიტომ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს არ შეუერთდნენ.