ქვეყანაში ორი პარალელური სამყაროა – მწვავე განცხადებები სესიაზე | 25.05.2021

ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტი დღეს მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა პარლამენტის სხდომაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ნამახვანეჰესთან დაკავშირებულ პროტესტზე ისაუბრეს და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. მათი თქმით, ქვეყანაში არის ორი პარალელური სამყარო, საიდანაც ერთში “ქართული ოცნება”, მეორეში კი მმართველი გუნდის პოლიტიკით უკმაყოფილო და ქუჩაში გასული მოსახლებაა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა დღეს მმართველ გუნდს მიმართა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გამართოს საკომიტეტო მოსმენა, რომელზეც გარემოს დაცვის და ეკომიკის მინისტრები, ასევე პროტესტის მონაწილეები დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ. ოპოზიციის შეფასებებს და განცხადებებს “ქართული ოცნების” დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. მათ ისევ წინა ხელისუფლების დროს გადადგმული ნაბიჯები გაიხსენეს.

დღევანდელ სესიაზე მწვავე განცხადებები გაკეთდა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშრებითაც. ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” მოუწოდა გადადოს 4 მოსამართლის დანიშვნა, ვიდრე პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას დაასრულებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები