ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს | 25.05.2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. გადაწყვეტილება მხარდამჭერებს  ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე გააცნო. რიონის ხეობის მცველები ხეობისკენ  კოლონით დაიძვრებიან და შეეცდებიან, ადგილზე შეუშალონ ხელი კომპანიის მუშაობას.

ხეობაში დაბრუნებამე, რიონის ხეობის მცველებმა დედაქალაში გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს. ნამახვანჰესის  მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

აქციის პარალელურად დღეს ცნობილი გახდა იუსტიციის სამინსიტროს დასკვნა, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა. დასკვნა სააგენტო მთის ამბებმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ  ხელშეკრულებით, ვალდებულებათა უმრავლესობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, როცა კომპანია ENKA-ს ვალდებულებები და პასუხისმგებლობა შეზღუდულია.  დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება, ამ დროს მინისტრი თეა წულუკიანი იყო.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი  გაგრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები