ინციდენტი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე | 24.05.2021

კარვების ტერიტორიაზე მხარდაჭერის გამოსაცხადებლად,  სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, თუმცა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.  ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო, აქციიდან გაძევება სცადა.  სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. მოგვიანებით ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა განმარტა, რომ აქციებზე არ დაიშვება არანაირი სიმბოლიკა, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკებისა.