პირველი სიტყვიერი დაპირისირება პარლამენტში შესულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის | 24.05.2021

პარლამენტში 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო. მმართველი გუნდის და ოპოზიციის ვერსიები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. “ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტი დღეს ცხარე კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ოპოზიციისთვის მიუღებელია მმართველი გუნდის ვერსია, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 19-21 ივნისს დანაშაული ჩაიდინა და  უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ “ქართული ოცნების” წევრებს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი ამ კანონპროექით საკუტარი გუნდის ამნისტირებას აპირებენ, რასაც მმართველი გუნდის წევრების მხირდან კრიტიკა მოჰყვა.

“ლელოს” კიდევ ერთმა წევრმა კი ამნისტიის კანონპროექტების განხილვების გადადება მოითხოვა. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხრიდან ამ კანონპროექტის მხარდაჭერა დაუშვებელია. ნაცვლიშვილმა დეპუტატებს მიმართა, რომ კანონპროექტების განხილვამდე და მხარდაჭერამდე კომიტეტმა სახალხო დამცველს, მთავარ პროკურორს, დაზარალებულებს და იმ ორგანიზაციებს მოუსმინოს, რომლებმაც 19-21 ივნისის მოვლენები შეისწავლეს.

მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად კონკრეტული წინადადებები შესთავაზა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა. დეპუტატმა უმრავლესობას შესტავაზა რომ გაიზიაროს ოპოზიციის შეთავაზება და ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს. მათ შორის, როგორც ბუჩუკური ამბობს ამნისტია არ შეეხოს არც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, თუკი მისი ბრალეულობა დადგინდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის ამნისტიის პროექტს  მხარი დაუჭირა. ოპოზიციის ალტერნატიულმა საკანონმდებლო ინიციატივამ კი, კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. “ქართული ოცნების” წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის კანონპრიექტი, რომლის თანახმადაც  ბრალდებული და მსჯავრდებული პირები სისხლის სამარტლის პასუხისმგებლობისგან მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში თავისუფლდებიან. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციონერი კოლეგების ინიციატივა უსამართლოა და შეთანხმების სულისკვეთებას არ ასახავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები