პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აკრიტიკებს | 21.05.2021

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აკრიტიკებს და  ალტერნატიულ წინადადებაზე მუშაობს. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრა გამართეს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტში მათი მთავარი მოთხობნები ასახული არ არის და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ვერსია არჩევნების გაყალბებას არ გამორიცხავს. მათი უკმაყოფიელბის მიზეზი გახდა ისიც, რომ საარჩევნო რეფორმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ხორციელდება.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი და პარლამენტში შესული პარტიები კი არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმებულ დოკუმენტში ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი უკვე ასახულია.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია  შეთანხმდა – საკომიტეტო განხილვები დღიდან დაიწყო. როდის წარუდგენს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ წინადადებებს უცნობია.  ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირებისთვის მათ პარამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა სჭირდებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები