დაბრუნდება თუ არა საპატიმროში გირაოთი გათავისუფლებული ნიკა მელია- სასამართლო პროცესი გრძელდება | 21.05.2021

გირაოთი გათავისუფლებული ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. მორიგი სხდომა დღეს იგეგმებოდა, რომელზეც ბრალდების მხარეს ვიდეო მტკიცებულებები უნდა წარედგინა, თუმცა დაცვის მხარემ მოსამართლეს, პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა. მორიგი პროცესი 25 მაისს გაიმართება.

ნიკა მელიას  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები