გამკაცრებულ კანონს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი კანონპროექტით უპირისპირდება | 20.05.2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიცია ახალი კანონპროექტით უპირისპირდება. პროექტის ავტორი “სტრატეგია აღმაშენებელია”. ისინი კანონში ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვენ რის გამოც ახალ პროექტს არეგისტრირებენ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ  რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არადემოკრატიულია და  ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.  პარტიაში თვლიან, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა პრეზიდენტიც, რომელმაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, კანონს ვეტო არ დადო.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები,  29 აპრილს  დაჩქარებული წესით მიიღო. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები