საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია | 19.05.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე, ფელიპე მეექვსესთან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს და სპეცილაური საპრეზენტაციო სივრცეც აქვს, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.  ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტთან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები